This page is only partially maintained in Georgian. We apologise for any inconvenience this may cause. Refer to our LANGUAGE POLICY page for further details.
ინფორმაციის ტიპი
ევროპის ბიბლიოთეკის საშუალებით თქვენთვის ხელმისაწვდომი ხდება 48 ევროპული ეროვნული ბიბლიოთეკის რესურსები. აქ შეგიძლიათ, მოძებნოთ ნებისმიერი სახის მასალა – დოკუმენტების ორიგინალები, წიგნები, რუკები, ფოტოსურათები, მუსიკა და ა.შ. აქვე უმოკლეს დროში თქვენ შეგიძლიათ, ნახოთ, არის თუ არა მოთხოვნილი დოკუმენტი გაციფრებული ამა თუ იმ ეროვნული ბიბლიოთეკის მიერ.
ილუსტრაციების სახელწოდება და ავტორები:
- ნახატი: Meisje met de parel’, იოჰან ვერმეერ ვან დელფტი
- ციფრული წიგნი: ‘Harry Potter Titka’, კენდე ბ. ჰანა
- რუკა: კლავდიოს პტოლემეს „კოსმოგრაფია“
- ხელნაწერი: 'Les Fleurs du mal'–ის კორექტირებული ფურცლები, შარლ ბოდლერი
- ფოტო: ‘A Winterspaß’, United Press Photo
- ნოტები: ‘Sange for Claveret’, იოჰან სიორენსი
როგორ მოვიპოვოთ ინფორმაცია?
ეს მარტივია. უნდა გააკეთოთ შემდეგი:
I. შედით ევროპის ბიბლიოთეკის ვებგვერდზე http://www.theeuropeanlibrary.org/ .
II.II. შეიყვანეთ სიტყვა, მაგალითად, "Einstein", და დაწკაპუნეთ ღილაკზე. (A)
III.
(A)
III. შედეგების გვერდი მოგაწვდით შემდეგ ინფორმაციას:
- იმ კოლექციების სია, რომლებშიც იძებნებოდა თქვენ მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია (B)
- ძიების შედეგები. ეკრანზე გამოტანილი შედეგები არის იმ კოლექციიდან, რომელიც ნაცრისფრად არის მონიშნული. ამ შემთხვევაში “Online books, images, maps, music, … 77”(C).
მნიშვნელოვანი შენიშვნა
See online button (D) See online ღილაკზე დაწკაპუნებით საშუალება გეძლევათ, გაიცნოთ დოკუმენტის გაციფრებული ვერსია. თუ ღილაკი ‘see online’ არ ჩანს, წიგნი არ არის გაციფრებული. ნებისმიერ შემთხვევაში წიგნის ხაზგასმულ სათაურზე დაწკაპუნებით საშუალება მოგეცემათ, ნახოთ წიგნის „საკატალოგო ბარათი“ (იხ. შემდეგი გვერდი).
IV. თუ შედეგებიდან ერთ–ერთზე დააწკაპუნებთ, ნახავთ დოკუმენტის „საკატალოგო ბარათს“. ეს არის ჩანაწერი იმ კოლექციიდან, რომელიც თქვენ კოლექციათა სიიდან შეარჩიეთ. ამ შემთხვევაში – ბრიტანეთის ბიბლიოთეკის კოლექციიდან.(F).
დახმარება ბიბლიოთეკარებისგან:
სცადეთ “advanced search” (დეტალური ძებნის რეჟიმი), თუ ვერ პოულობთ იმას, რასაც ეძებთ:
- აღნიშნეთ, რომელ კოლექციებში გსურთ ძიება. ეს აუცილებლად გააუმჯობესებს ძიების შედეგებს!
- დააზუსტეთ თქვენი მოთხოვნა (მასალის ტიპის, სათაურის, ავტორისა და ა.შ. მიხედვით)
თქვენ შეგიძლიათ, ვებგვერდის ენა შეცვალოთ!!
დამატებითი მომსახურება
თუ თქვენ მიერ მოთხოვნილი დოკუმენტი არ არის ხელმისაწვდომი ციფრულ ფორმატში, ჩვენ დაგეხმარებით მის მოძებნაში. „საკატალოგო ბარათის“ მარჯვენა ნაწილში ნაჩვენებია ის ევროპული ბიბლიოთეკები, სადაც მოცემული დოკუმენტი ინახება.(G).
დააჭირეთ “AVAILABLE AT LIBRARIES” (ხელმისაწვდომი სხვა ბიბლიოთეკებში), რომ ნახოთ წიგნი თქვენ მიერ შერჩეული სხვა ევროპული ბიბლიოთეკის კოლექციაში. დეტალური ინფორმაცია არჩეული წიგნის შესახებ გამოჩნდება 'pop-up' (დამატებით) ფანჯარაში.(H).
ღილაკზე “All countries” დაწკაპუნებით ნახავთ ყველა იმ ბიბლიოთეკას, სადაც დოკუმენტი ხელმისაწვდომია.(I).
აირჩიეთ “Bookshops” (წიგნის მაღაზიები), რომ იყიდოთ არჩეული წიგნი, აირჩიეთ “Search Engines” (საძიებო სისტემა), რომ შეიტყოთ მეტი, ან აირჩიეთ “Other Web Services” (დამატებითი ვებ მომსახურება).
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით Info@TheEuropeanLibrary.org